კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე!


ბარმენის სამახსოვრო
12 იანვარი, 2013

 ბარმენს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ბარში მოსული სტუმარი – შენი სტუმარია, იმიტომ, რომ შენ თითოეულის მეგობარი ხარ. შენზეა დამოკიდებული მათი გუნება–განწყობილება, შენ ქმნი ბარში მეგობრულ და თბილ ატმოსფეროს, შენ ზრუნავ მოსულ სტუმარზე, რომ მოგვიანებით დაბრუნდეს სახლში ოდნავ უფრო ბედნიერი ვიდრე ჩვენთან მოვიდოდა.

  შენ ზრუნავ ბარის რენტაბელურობაზე – ეს ხომ შენი შემოსავალიცაა. შენ თუ მუშაობისას
სიამოვნებას ღებულობ, დრო ისე გაირბენს ვერც კი მიხვდები, რომ სამუშაო საათები ამოიწურა და ბარის დაკეტვის დროც დადგა. ჩამოჯდები ცოტა ხანს, სიგარეტს აბოლებ და იღიმები, რატომ იღიმები, შენ თვითონაც არ იცი, მერე გაგონდება ჩვენი "პროფესიული" გამოთქმა: "გაიღიმე– გაიღიმე ხალხს უყვარს იდიოტები..." აქ უკვე იცინი...
  კეთილგანწყობას ისიც ამაღლებს, რომ ხელფასის გარდა სახლში წაიღებ შენი შრომის "დაფასებას" როგორც ამბობენ "ჩაევიე" (სტუმრების მიერ ნაჩუქარი ფული). შენ კარგად იცი, რომ ეს პატარა "თანხა" რომელიც ხშირად უტოლდება ხელფასს – შენთვის ყველაზე სუფთა, ძვირფასი და კეთილშობილურია. წახვალ სახლში დაიძინებ, დაისვენებ და მეორე დღეს კარგი განწყობით მოდიხარ "სახლში" – სამსახურში. 40–60 წუთი უნდები ბარის ბოლომდე წესრიგში მოყვანას, როგორც ვამბობთ ხოლმე "mise en place" 20-00 ბარის კარები იღება, დროის ამ პერიოდში სტუმრების ნაკლებობაა, მხოლოდ ათის ნახევრიდან ჩვენი წარმოება ნელ–ნელა ივსება, ძირითადად მოდიან "სტუმრები–მეგობრები" ანუ – ჩვენი ბარის "ოქროს ფონდის" წევრები – მე ასე ვიტყოდი: ბარში ქცევის და დალევის კულტურის ინტელეგენცია. თუმცა, ასევე მოდიან "ახლები", ზოგიერთი მათგანი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ასეთ "ნასწავლ" სტუმართან ურთიერთობა – მუშაობა ძალიან ადვილი და სასიამოვნოა, და იმასაც გრძნობ, რომ ის შენთან კიდევ მოვა!